თეგებით ძიება

სახელმწიფო სახლის შესაძენად, ოჯახებს 17 000 ლარიდან 29 000 ლარამდე ან მეტ თანხას გამოუყოფს - ნახეთ დეტალები

დევნილთა სააგენტოში სახლის შეძენის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო უწყება თითოეული მსურველის მონაცემებს შეისწავლის და დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში 17 000 ლარიდან 29 000 ლარამდე, ან მეტი თანხით საცხოვრებლის შეძენაში დაეხმარება.

ვინ და როგორ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით? - ამ კითხვებზე პასუხს სტატიიდან მიიღებთ:

"პროექტის „სოფლად სახლის“ ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.

პროექტის ფარგლებში, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 3,5 ქულა.



- თანხის ოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება:



- ოჯახი, რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - 17 000 ლარი;


- ოჯახი, რომელიც შედგება 3 წევრისგან - 21 000 ლარი;


- ოჯახი, რომელიც შედგება 4 წევრისგან - 23 000 ლარი;


- ოჯახი, რომელიც შედგება 5 წევრისგან - 26 000 ლარი, ხოლო ოჯახის ყოველ შემდეგ წევრზე 26 000 ლარს 3 000 ლარი დაემატება.

შესაძლებელია, რომ საცხოვრებელი ფართის შესყიდვა განხორციელდეს დევნილისა და სამინისტროს თანადაფინანსებით.

საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა ეძლევათ.

დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს უნდა ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით.

საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლოა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი ფართის მდგრადობის/უსაფრთხოების/ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

წყარო - primetime


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა