თეგებით ძიება
13. 07. 2022 COVID - 19

ყველა პაციენტი გადარჩა, ვინც მკურნალობა ამ პრეპარატებით დაიწყო... - რა პრეპარატებზე საუბრობს თენგიზ ცერცვაძე?

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე გადაცემაში "დღის თემა“ საქართველოში კორონავირუსით მატებასთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი თქმით, ვინც ინფიცირების პირველ ეტაპზე „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“ იმკურნალა, არცერთი პაციენტი არ დამძიმებულა.

"უკეთესია მკურნალობა დაიწყოს სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 3 დღის განმავლობაში. ბოლო 4-5 თვეა არ შეგვხვედრია არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელმაც მკურნალობა დაიწყო „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“ პირველ სამ დღეში და მოხვდა რეანიმაციაში, დამძიმდა, მით უმეტეს, გარდაიცვალა. არცერთი შემთხვევა რეანიმაციაში მოხვედრის და გარდაცვალების ასეთ პირებში არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა,რომ მათ შორის იყო ბევრიასაკოვანიც, მძიმე თანმხლები დაავადებებით მოავადე პირებიც, პაციენტები, რომლებსაც დაავადება თავიდანვე დაეწყოთ მძიმედ. ძალიან მძიმე პროგნოზის პაციენტებიც კი, ვინც „პაქსლოვიდითა“ და „რემდესივირით“ მკურნალობა დაიწყო პირველ სამ დღეში, ყველა გადარჩა“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა