თეგებით ძიება
13. 07. 2022 COVID - 19

"დღეს, ბიძინას დაცვა ჩვენი ღირსების საქმეა! დღეს, საქართველოს განადგურების ექსპერიმენტს ტესტავენ ივანიშვილზე!" - ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დასაცავად სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"დებიძინიზაცია... ანუ, პიროვნებას ემუქრებით? ფიზიკურად ანადგურებთ ადამიანს, რომელსაც აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები?
და ჩვენ რა უნდა ვქნათ? უნდა “ გეშპაგაოთ” ფბ- ში?..
მოკლედ, შსს, პროკურატურა, ან აამოქმედეთ სამართლებრივი ნორმები და აგებინეთ პასუხი, ან ჩვენ თავად მივხედავთ საკუთარ ღირსებას! რამე თუ,... ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოყენებული დაუმსახურებელი, უკანონო, არასამართლებრივი, არასამართლიანი, არაკაცური, არაცივილური ქმედებები პირდაპირ გადის ჩვენ ღირსებაზე!

დღეს, ბიძინას დაცვა ჩვენი ღირსების საქმეა!
დღეს, საქართველოს განადგურების ექსპერიმენტს ტესტავენ ივანიშვილზე!
გავატარებთ?... არა მგონია!
მე მჯერა ჩემი მებრძოლი ხალხის!", - წერს ყოფილი დეპუტატი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა