„უსამშობლოები, ფუძემოგლეჯილები...“ - ვის მიმართავს ამირან სალუქვაძე?
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ეს ხელისუფლება, შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს ოპოზიცია, ეს გემოვნების ამბავია, მაგრამ როცა ამ ახვარ კუბილიუსს, გორბაჩოვის "პერესტროიკის" აქტიურ მხარდამჭერს მაშინდელ ლიტვაში, რომლის ყველა აქტივობა "კგბ"-ს მიერ იმართებოდა, გამოგყავთ ტელევიზიით და ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს რევოლუციურ, შენი ქვეყნის მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებინებთ, მისნაირები ხართ, უსამშობლოები, ფუძემოგლეჯილები, რომლებსაც არ გაგაჩნიათ სახელმწიფოებრივი, სუვერენული თავმოყვარეობა.
თუ ვერ გაიგეთ აქამდე, მეასედ აგიხსნით: ამ პოლიტიკური მოძრაობის წევრი გახდა კუბილიუსი 1988 წელს: "Саюдис, Литовское движение за перестройку, Lietuvos persitvarkymo sąjūdis. ვისაც არ ახსოვს, გორბაჩოვმა "პერესტროიკა" 1987 წელს გამოაცხადა. ეს ტიპი გყავთ მეტრად?
ეს ე.წ. ევროდეპი, ალბათ, ჩვენი ქვეყნის ნაძარცვ ბიუჯეტზე შემჯდარი, ერთი ხელით წერს პოლარიზაცია შეამცირეთო, მეორე ხელით ყველაფერს აკეთებს მისი გაღვივებისკენ“, - წერს ამირან სალუქვაძე.