საქართველოში საარსებო მინიმუმი რეკორდულად გაიზარდა - რა თანხებზეა საუბარი?
საქართველოში საარსებო მინიმუმი რეკორდულად გაიზარდა - კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 255.3 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 245.1 ლარი იყო. რაც შეეხება წლიურ ჭრილში შედარებას, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2022 წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 40.8 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის ივნისში საარსებო მინიმუმი 214.5 ლარი იყო.
ამასთან, გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და ის 2022 წლის ივნისში 226.1 გახდა, მაშინ, როცა 2021-ის ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 190 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.