ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8504 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8559 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0055 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8658 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8613 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1636 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 ივლისიდან შევა ძალაში.