"თქვენ, ყველას დაგემართებთ ეს ვერაგი ვირუსი" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე?
საზოადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში "ომიკრონის B5"-ის ვარიანტის აფეთქება დაიწყო.
პროფესორის განმარტებით, კორონავირუსის ამ ვარიანტს სწრაფი გავრცელება ახასიათებს, შესაბამისად, ის ყველას დაემართება.
"ალბათ შეამჩნევდით, რომ თქვენს ახლო წრეში ვიღაცას დაემართა კოვიდი. ვსაუბრობთ სიმპტომურ კოვიდზე - ადაიანი, რომელიც არის ცუდადა აქვს სიცხე, ახველებს, სუნთქვის პრობლემები აქვს, მძიმედ არის. ასეთი სიმპტომატიკით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში დღეს. რასაც ვუყურებ, საქართველოში არის "ომკრონ B5"-ის აფეთქება. თვის ბოლომდე, სავარაუდოდ, გვექნება არასასიამოვნო ციფრები. "ომკრონ B5"-ის ვარიანტი არის ყველაზე სწრაფი ვირუსი. კორონავირუსის დანარჩენ ვარიანტებთან შედარებით, მსოფლიოში ეს ყველაზე სწრაფად ვრცელდება. არასასიხარულო ამბავი - სამწუხაროდ, B5 შეხვდება ყველას, ბოლო ერთი თვის წინ თუ არ გადაგიტანიათ კოვიდი, თქვენ ყველას დაგემართებთ ეს ვერაგი ვირუსი ",- აცხადებს ვიდეომიმართვაში გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze