იტალიელი კაცი ქართველ საცოლებს ეძებს - „ქართველმა ქალმა უფრო იცის ოჯახის ფასი, უფრო მოსიყვარულეა“
იტალიელი ნუნციო ანტონელი, რომელიც საქართველოში 2016 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ აქ ცხოვრობს, ქართველ საცოლეს ეძებს.
იტალიაში ცხოვრობენ ჩემი და, დედა, შვილები, თუმცა ამჟამად დაქორწინებული აღარ ვარ და ვეძებ საცოლეს, აუცილებლად ქართველ ქალს, თანაც - სოფლელს (იცინის). მგონია, რომ ქართველმა ქალმა უფრო იცის ოჯახის ფასი, უფრო მოსიყვარულეა. იტალიელი ქალი ცოლად არ უნდა მოიყვანო.
იქ ოჯახში დომინანტი ქალია, კანონიც მათ მხარეზეა. ერთ დღეს გაიღვიძებ და მაგიდაზე ნახავ ადვოკატის გამოგზავნილ ფურცელს, რომლითაც გაყრის შესახებ გატყობინებენ და ჩათვალე, რომ ცივ ქვაზე რჩები. ბედნიერი იქნები, ცოლმა ერთი ხელი ტანსაცმლით მაინც თუ გამოგიშვა სახლიდან. მერე მთელი ცხოვრება უნდა იმუშაო იმ ქალის შესანახავად.
იტალიაში დროებით მომიწევს დაბრუნება, რადგან ჩემს სახლს ვყიდი. მოვაგვარებ თუ არა ამ საკითხს, მაშინვე დავბრუნდები უკან და აქ დავსახლდები. ერთადერთი, ვინც მომენატრება, დედაჩემია. მართალია, ქართველები აქედან გარბიან, მაგრამ მე მიყვარს საქართველო, ეს ჩემი სახლია", - ამბობს ნუნციო ანტონელი.