თეგებით ძიება
20. 07. 2022 COVID - 19

"ახლა ვირუსი ყოველ კვირას კლავს დაახლოებით 3000 ადამიანს" - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ევროპაში დადასტურებულ კოვიდშემთხვევათა სტატისტიკასა და სიკვდილიანობის მაჩენებელზე სოციალურ ქსელში წერს.

"დაახლოებით 1 საათის წინ ჩატარებულ პრეკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის ევროპულმა ოფისმა განაცხადა რომ კორონავირუსის შემთხვევები ევროპაში გასამმაგდა ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, რაც შეადგენს გლობალური ინფექციების თითქმის ნახევარს. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები ასევე გაორმაგდა, თუმცა ინტენსიური თერაპიის მიმღებები დაბალი დარჩა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, მისი ევროპის რეგიონის 53 ქვეყანამ, რომელიც გადაჭიმულია ცენტრალურ აზიამდე, გასულ კვირას დააფიქსირა დაახლოებით 3 მილიონი ახალი კოროვირუსული ინფექცია და ახლა ვირუსი ყოველ კვირას კლავს დაახლოებით 3000 ადამიანს. გლობალურად, COVID-19 შემთხვევები იზრდება ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებმა საგრძნობლად შეამცირეს ტესტირება.
ამ დღეებში მეტად საინტერესო სტატია გამოქვეყნდა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც მეცნიერები არ ერიდებიან პრობლემების აღწერას და მთავრობის კრიტიკას. კამრან აბასიმ, BMJ-დან და ალასტერ მაკლელანმა Health Service Journal-დან ერთობლივ სარედაქციო სტატიაში დაწერეს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ვერ უმკლავდებოდა COVID-ით გაუარესებულ მუდმივ სიტუაციას.

მათ გააკრიტიკეს მთავრობის მუდმივი განცხადებები რომ სიტუაცია ნორმაურია. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მკვეთრად ამცირებენ მძიმე დაავადებისა და სიკვდილის შანსებს, მათ გადაცემაზე მნიშვნელოვანი გავლენა სამწუხაროდ ჯერ მოახდინეს. როგორც მეცნიერებმა სტატიის ბოლოს დაწერეს „ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საზოგადოების მანიპულირება და მართალი იყოს იმ საფრთხის შესახებ, რასაც პანდემია კვლავ უქმნის მათ და ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს“!!!

"საზოგადოებასთან სიტუაციის პატიოსნად აღიარებას კი ორი დადებითი შედეგი მოჰყვება, ის წაახალისებს საზოგადოებას ქცევის შეცვლაში და, ვიმედოვნებთ, დააფიქრებს იმის შესახებ, თუ როგორ არის სამეფოს ჯანდაცვის სისტემა ასეთ არეულობაში ასე მალე მას შემდეგ, რაც ერი ტაშს უკრავდა მათ კარებთან რამოდენიმე თვის წინ“.

არავის არ უნდა დაავიწყდეს რომ მიუხედავად იმისა რომ Omicron ვარიანტი ნაკლებად მძიმეა და საავადმყოფოში პაციენტების მხოლოდ 40%-ი მკურნალობს კოვიდის როგორც „ძირითადი“ დაავადების გამო მაგრამ კოვიდ-19-ის დიაგნოზი ართულებს ბევრ მდგომარეობას, აუარესებს შედეგებს და ახანგრძლივებს გამოჯანმრთელების პერიოდს. Covid-19-ის უფრო მაღალი მაჩვენებლები საავადმყოფოებში და საზოგადოებაში ასევე იწვევს უფრო მეტ პერსონალის ავადმყოფობას, რაც კიდევ უფრო ფიტავს ისედაც გადატვირთულ და გადაღლის სამედიცინო პერსონლას", - წერს წერეთელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა