თუ წინა პერიოდში, კორონავირუსი მასიურად აზიანებდა ფილტვის ქსოვილს, ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში, ასეთი პაციენტი არ გვყავს - ლევან რატიანი
თუ წინა პერიოდში, ვირუსი მასიურად აზიანებდა ფილტვის ქსოვილს, ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში შეიძლება ითქვას, ასეთი პაციენტი არ გვყავს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი "პრაიმტაიმთან" საუბარში აცხადებს.
მისი თქმით, ვირუსის გამოვლინება, ზოგადი ინტოქსიკაციურია.
„გამოვლინებები აქვს ზოგადი ინტოქსიკაციური. ეს არის ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, ცხელება, ასევე ენტერალური მოვლენები.
რაც შეეხება ფილტვის დაზიანების ინდექსს, რაც წინა პერიოდისთვის იყო დამახასიათებელი, ამ შემთხვევაში მინიმალურია. ანუ, თუ წინა პერიოდში, ვირუსი მასიურად აზიანებდა ფილტვის ქსოვილს, ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში შეიძლება ითქვას, ასეთი პაციენტი არ გვყავს.“ - განაცხადა ლევან რატიანმა.