თეგებით ძიება
22. 07. 2022 მსოფლიო

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 7 ოქტომბერს, პუტინის იუბილეზე, გამარჯვების გამოცხადება იგეგმება - კასპაროვი

რუსი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი აცხადებს, რომ პუტინის 70 წლის იუბილეზე რუსეთი გამარჯვებას გამოაცხადებს.

"თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 7 ოქტომბერს, პუტინის იუბილეზე, გამარჯვების გამოცხადება იგეგმება. ვფიქრობ, გარკვეული საღი აზრი უკვე არსებობს, რომ უკრაინაში ომს ისე ვერ მოიგებენ, როგორც დაგეგმეს, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია ტერიტორიული შენაძენების დაფიქსირება და მოლაპარაკებების ძლიერი პოზიციიდან დაწყება. ომის მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება და უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება შესაძლოა, მის გარდამტეხ წერტილად იქცეს“, - განაცხადა კასპაროვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა