კიდევ ერთი უპრეცედენტო და გრანდიოზული აქცია „ლემონს გრუპისგან“ – 70%-იანი დაფინანსება ციფრულ მარკეტინგში
საინვესტიციო მარკეტინგული კომპანია „ლემონს გრუპი“ სამშენებლო სექტორისა და მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებს სარეკლამო ინდუსტრიაში კიდევ ერთ გრანდიოზულ და უპრეცედენტო კამპანიას სთავაზობს.
კომპანიებისთვის ეს იქნება შანსი, კიდევ უფრო მასშტაბური გახადონ თავიანთი ბრენდის თუ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
5 წლის განმავლობაში „ლემონს გრუპი“ აქტიურად მუშაობს სამშენებლო სფეროში გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართულებით, რაც თამამად იძლევა საშუალებას, დაგროვილი რესურსი გამოყენებულ იქნას უფრო მასშტაბური შედეგის მისაღებად.
ციფრულ მარკეტინგში უპრეცედენტო ახალი კამპანიის მიზნებსა და ამოცანებზე დაწვრილებით „ლემონს გრუპის“ დამფუძნებელი, ბიზნეს განვითარების კონსულტანტი, ირა მელიმონაძე გვიყვება.
რატომ გადაწყვიტეთ ამ კამპანიის ჩაშვება და რა მიზანს ემსახურება ის?
„ლემონს გრუპი“ 5 წელია მუშაობს სამშენებლო გაყიდვების და მენეჯმენტის მიმართულებით, შესაბამისად, დაგვიგროვდა ძალიან დიდი რესურსი. ამ პერიოდის განმავლობაში, მუდმივად ვფიქრობდი, რა სარგებლის მოტანა შეეძლო ამ რესურს. ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომლის ფარგლებში, ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს 70%-იან დაფინანსებას ციფრულ მარკეტინგში.
ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებული რესურსის დამუშავებას ვფიქრობთ შემდეგნაირად: კომპანიებს, რომლებსაც სჭირდებათ მიაწვდინონ ხმა მიზნობრივ აუდიტორიას, შეარჩიონ კონკრეტული სეგმენტი, ვთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთესო გზას.
ვის შეიძლება აინტერესებდეს „ლემონს გრუპის“ სამომხმარებლო აუდიტორია?
ყველას, ვისაც აინტერესებს გადახდისუნარიანი მომხმარებლები, მშენებლების აუდიტორია, ისეთ კომპანიებს, რომლებიც უძრავი ქონების მყიდველს ავტომატურად საჭიროებას უქმნის, მაგალითად: ფარდები, ჭურჭელი, ტექსტილი, სახლის დეკორი და ა.შ.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ სარეკლამო კამპანია „ხელი ხელს ბანს“ პრინციპის გამოყენებით და ჩვენი მობინადრეების ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენს ჰოლდინგში არსებულ სამშენებლო კომპანიებთან მომხმარებლებს ექნებათ შანსი, ისარგებლონ ყოველთვის განსაკუთრებული აქციებით.
რა რესურსებს სთავაზობთ კომპანიებს?
ბიზნესს სარეკლამო სივრცედ ვთავაზობთ 6 სამშენებლო კომპანიის ვებგვერდს, სადაც ყოველკვირეულად იწერება სამშენებლო თემატური ბლოგპოსტები, რაც საძიებო სისტემასთან ინტეგრაციას აქტიურად უწყობს ხელს. კომპანიებს ვთავაზობთ ე.წ. ბექლინკების გამოყენების შესაძლებლობას, ბანერების განთავსების საშუალებას, ბუნებრივი რეკლამის ბლოგპოსტების შექმნას, ჯვარედინ გაყიდვებს და სხვა.
დღეს მარკეტერებისთვის გამოწვევა არ არის ბიუჯეტის მოძიება, რადგან მარკეტერების საფიქრალი არის მივწვდეთ შერჩეულ მიზნობრივ აუდიტორიას, დავზოგოთ დრო, ძალისხმევა და ფინანსები.
თქვენ ახსენეთ პარტნიორი სამშენებლო კომპანიები, თუ შეიძლება დაასახელეთ ისინი...
ჰოლდინგში შემავალი სამშენებლო კომპანიები არიან:
„ალფა სახლი“, რომელიც უკვე 5 წელია ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორია და ერთობლივად 16 პროექტი გვაქვს დასრულებული, 3 კი მიმდინარეა;
„სოლუმი“ - ჩვენთან თანამშრომლობით უკვე მეორე პროექტი აქვს დაწყებული და 2 მზადების პროცესშია;
„ალია“, რომელიც ექსკლუზიური მარკეტინგული მომსახურებით სარგებლობს ჩვენგან და უკვე ერთი ერთობლივი პროექტი წარმატებით დავასრულეთ, 2 ახალ პროექტზე კი ვიწყებთ მუშაობას.
აქვე აღსანიშნავია, რომ „ლემონს გრუპი“ არამარტო თბილისში ახორციელებს გაყიდვებს, არამედ 2021 წლიდან საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვებში სცადა ბედი და უკვე 3 საინვესტიციო პროექტს ფლობს ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურში. ჩემი აზრით, ამ ტიპის სამშენებლო კომპანიების რესურსის გამოყენება გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება მაღალფასიანი კატეგორიის პროდუქტებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომპანიების პროდუქტების ძირითადი მყიდველები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ქართველი ემიგრანტები, ასევე, მაღალშემოსავლიანი ქართველი მომხმარებელი.
დაფინანსებასთან დაკავშირებით მსურველებს შუძლიათ, დაგვიკავშირდნენ ([email protected] , (995 32) 245 01 01) შემდგომში კი ჩვენი გაყიდვების მრჩევლები დააკვალიანებენ მათ.