თეგებით ძიება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7986 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.59 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8456 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8567 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.11 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1576 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3429 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 ივლისიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა