"მადლობას ვუხდი ქალბატონ პრეზიდენტს" - რატომ უხდის საჯარო მადლობას გიორგი ფხაკაძე ზურაბიშვლს?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის გამო, მადლობას საჯაროდ უხდის.
"მადლობას ვუხდი ქალბატონ პრეზიდენტს.
საქართველოს ოფიციალური პირებიდან ისევ პირველია ქალბატონი პრეზიდენტი, ვინც საჯაროდ მეოთხე, "ბუსტერდოზით" აიცრა.
იმედია, სხვა ოფიციალური პირები, მინისტრები, პარლამენტარები და სახელმწიფო მოხელეები საკუთარ მაგალითზე აჩვენებენ, თუ რას ნიშნავს სამოქალაქო პასუხისმგებლობა", - წერს გიორგი ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა.