25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ტარიფი ძვირდება - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა იუწყება.
"სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ წლების განმავლობაში, არ განხორცილებულა ტარიფებში ცვლილება და კომპანია საკუთარი სახსრებით ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანების სუბსიდირებას.
აღსანიშნავია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფები იზრდებოდა სისტემატიურად. კომპანიის ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მგზავრობის ღირებულების ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, კვლავ რჩება ალტერნატიულ ტრანსპორტთან შედარებით იაფი", - წერია განცხადებაში.
25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა:
- მეორე კლასი - 34 ლარი;
- პირველი კლასი - 74, 00 ლარი;
- ბიზნეს კლასი - 124 ლარი;