საქართველოში კორონავირუსმა რიგითი რესპირაციული ინფექციის სახე მიიღო - რა ინფორმაციას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე?
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსმა რიგითი რესპირაციული ინფექციის სახე მიიღო.
როგორც „პრაიმტაიმთან" საუბარში ცერცვაძემ განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდის დროული დაფიქსირება და სამედიცინო დაწესებულებისადმი დროული მიმართვა.
კითხვაზე, რა სახეს მიიღებს კორონავირუსი დროთა განმავლობაში, დარჩება, როგორც ჩვეულებრივი ვირუსი? - ცერცვაძე შემდეგ პასუხს სცემს.
"ტყუილია ვინც ამბობს, რომ კოვიდი საერთოდ დამთავრდა. სავარაუდოდ, პანდემია ძალიან მალე არ დამთავრდება. ის შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჩვენთან, საქართველოში მან ასეთი სახე უკვე მიიღო. ეს, ძირითადად, განპირობებულია ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობით და იმით, რომ სისტემა მომზადებული შეხვდა პანდემიას. შესაბამისად, საქართველოში კოვიდი მიმდინარეობს, როგორც რიგითი რესპირაციული ინფექცია. ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდის დროული დაფიქსირება და სამედიცინო დაწესებულებისადმი დროული მიმართვა".