6 თვის განმავლობაში საქართველოსთან ე.წ. საზღვრის 600 დამრღვევი დავაკავეთ - სოხუმის უშიშროების სამსახური
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში საქართველოსთან საზღვრის 600 დამრღვევი დააკავეს,
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულებზე უმეტეს შემთხვევაში ადმინისტრაციული საქმეები აღიძრა. 3 შემთხვევაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას 4 000 ბლოკი თამბაქოს ნაწარმია ამოღებული.