თბილისში 2 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ
Facebook ჯგუფ "დაიტოვეში" ახლობლები წერენ, რომ 2 იანვრის შემდეგ, 82 წლის კაცს ეძებენ, რომელიც რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ოჯახმა დაკარგულის თაობაზე პოლიციასაც აცნობა:
"2 იანვრის საღამოს ჩემი მეუღლის ბაბუა წავიდა რუსთაველზე, აქციაზე. არის 82 წლის, მაგრამ ხშირად დადის მარტო, გაზაფხულის აქციების დროსაც ბევრჯერ წასულა მარტო, მაგრამ 2 იანვრის შემდეგ აღარ გამოჩენილა.აქვს მხოლოდ სმენის პრობლემა, სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელია. პოლიციაში უკვე განვაცხადეთ, მაგრამ თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ან შეამჩნიოთ სადმე, გთხოვთ, მომწეროთ. არის მაღალი, თეთრი წვერით,შავი ქურთუკი აცვია,შავი სპორტული შარვალი,თეთრ ძირიანი კედები და შავი კეპი ახურავს.
პ.ს ტელეფონი არ აქვს. ფოტოსაც ვურთავ, რომელიც გადაღებულია 2024 წლის გაზაფხულზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.