თეგებით ძიება

ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ოპოზიციის ნაწილი პარალელურ რეჟიმში მუშაობს

ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ოპოზიციის ნაწილი პარალელურ სამუშაო ჯგუფებს ქმნის. შესაბამისად, ის პარტიები, რომლებიც "ქართული ოცნების" მიერ დაწყებულ პროცესში არ მონაწილეობენ, საკითხზე მესამე სექტორთან ერთად პარლამენტში მსჯელობენ.

არის თუ არა პროცესი კონსტიტუციური ჩარჩოების დარღვევა და ცდილობს თუ არა ოპოზიციის აღნიშნული ნაწილი ე.წ. ტექნიკური პარლამენტის შექმნას - ეს მოსაზრებები მმართველ პარტიაში გაჩნდა. საპასუხოდ ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ არანაირი ალტერნატიული პარლამენტის მცდელობა არ ხდება. ეს არის შედეგზე ორიენტირებული სამუშაო ჯგუფის შექმნა.

"ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ, რომელზეც ვიტყოდი, რომ არის ზეინკლუზიური პროცესი. სრულ თანხვედრაში ვართ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი.

კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლა არის ის, რომ დღეს პრეზიდენტის ხელმოწერილი, ჩვენს მიერ ინიცირებული რიგგარეშე სესია უნდა იმართებოდეს, კომიტეტები უნდა იმართებოდეს და კონსტიტუციას არღვევს "ქართული ოცნება", როდესაც ამას არ მართავს. დღეს "ქართული ოცნება" მოქმედებს პრინციპით, რომ მე ვარ კანონი და რასაც გეტყვი ის შეასრულე. მე ამის შეგუებას არ ვაპირებ," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართული ოცნება" ალტერნატიული ჯგუფების შექმნას არ ეთანხმება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა