თეგებით ძიება

ბოლო 21 დღის განმავლობაში "მაიმუნის ყვავილის" არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 21 დღის განმავლობაში "მაიმუნის ყვავილის" ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად კი, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„მაიმუნის ყვავილის" შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მაიმუნის ყვავილი ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებში, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში "მაიმუნის ყვავილის" არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და ვფიქრობ, რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არის. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავს, მივიდეს ექიმთან და ექიმი დაუნიშნავს შესაბამის გამოკვლევას და მკურნალობას," - აცხადებს თამარ გაბუნია.

ცნობისთვის, ჯანმო-მ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა