თეგებით ძიება

20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებამდე - თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად, მარნეულში, სოფელ აღმამედლოში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა.

როგორც თინა ბოკუჩავამ საარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

„20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას. 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეჰყავს ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციაში, კვლავ დავაბრუნოთ ევროპის გზაზე. მივდივართ ევროპისკენ, რადგან იქ არის მაღალი ხელფასები, მაღალი პენსიები, ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლება, ჩვენი მშობლებისთვის საუკეთესო ჯანდაცვა, ეს გვინდა ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ერთიანობით, 5 ნომრით, აუცილებლად მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას.

მიშამ ერთ-ერთ თავის სასამართლოზე თქვა, რომ რაღაც დაბნეულობას აქვს ადგილი. ხანდახან ცდილობენ, გარკვეული დაბნეულობა შემოიტანონ, განსაკუთრებით რეგიონებში და ყველას გასაგონად თქვა, რომ მისი პარტია არის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და 5 ნომერი. დიახ, იმარჯვებს ზუსტად 5 ნომერი, იმარჯვებს მარნეულში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ყველგან, მთელ საქართველოში იმარჯვებს 5 ნომერი. 5 ნომერია სწორედ გამარჯვების ნომერი. 5 ნომერია ის, რომელიც დადებს გამარჯვებას და რომელიც არის მთავარი გასაღები ივანიშვილის მოსაშორებლად, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა სიღატაკე, გაჭირვება, უმუშევრობა, საერთაშორისო იზოლაცია, იძულებითი ემიგრაცია. ივანიშვილი ამ ქვეყანას ჰპირდებოდა უამრავ სოციალურ სარგებელს, მაგრამ ნახეთ, რომ სარგებელი მან მხოლოდ თვისი ჯიბისთვის მოიტანა და არა ხალხისთვის, მაგრამ 26 ოქტომბრისთვის იქნება ეკონომიკა, რომელიც იმუშავებს ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის. ერთიანობით ვიმარჯვებთ, გვაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩვენი იმედი. 26 ოქტომბერს ჩვენ მოვიტანთ დიდ გამარჯვებას და გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა