"გაფრთხილებთ!" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო მიმართვას ავრცელებს
პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში კოვიდაფეთქებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და რეკომენდაციებით გამოდის.
"გაფრთხილებდით!
ახლაც გაფრთხილებთ!
ისე, სანამ ფხაკაძე ხმას არ ამოიღებს, ყველანი “სეზონური გრიპის” ძებნით არიან დაკავებულნი! ეს აფეთქება ზუსტად “სეზონურ გრიპთან” ანუ ტყუილთან ბრძოლის შედეგია!
კოვიდ “სამედიცინო კოდი”, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეაჩერა, ისევ უნდა ამოქმედდეს, სამედიცინო დაწესებულებებმა აქეთონ თავისი საქმე და არა “სეზონურ გრიპს” ებრძოლონ!
სამედიცინო დაწესებულებები “კარანტინის” რეჟიმზე უნდა გადავიდნენ!
პსრ უფასო ტესტირება უნდა გაძლიერდეს!
კოვიდ მკურნალობა უნდა იყოს უფასო!
ახლა ყველამ ერთად უნდა მივხედოთ მათ, რომლებიც არიან ყველაზე დიდი რისკის ქვეშ - ესენი არიან 60 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები!
ვინც აიცრა 5 თვის უკან, აუცილებლად აიცერით!განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები!
სამედიცინო პირბადე კი იყო და არის თავდაცვის და პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება!
პანიკას არ აჰყვეთ!", - წერს ფხაკაძე.