თეგებით ძიება
26. 07. 2022 მსოფლიო

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აფრიკის კონტინენტის როლი ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში მნიშვნელოვნად გაიზრდება - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკაში აფრიკის როლი გაიზრდება.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აფრიკის კონტინენტის როლი ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მოხდება იმის მიუხედავად, თუ რა ხდება დასავლეთის მიმართულებით. დასავლური მიმართულება კი, როგორც მოგეხსენებათ, ახლა თავისით უქმდება“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი 24 ივლისს ეწვია ეგვიპტეს აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობის პირველი ნაწილის ფარგლებში მოლაპარაკებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა