თეგებით ძიება
27. 07. 2022 მსოფლიო

ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიეტუვამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მოსკოვის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ლიეტუვაში შესვლა 2027 წლის 23 ივნისამდე აეკრძალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა