"სირცხვილია....კოვიდი “სეზონურ გრიპად” საღდება ..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე?
პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს გამოწვევად ასახელებს იმას, რომ ქვეყანაში კორონავირუსი სეზონურ გრიპად საღდება.
"როცა კოვიდი “სეზონურ გრიპად” საღდება და ათი ათასობით ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი, ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი გამოწვევა.
ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. იმასაც ვხედავ, რომ კაციშვილი ხმის ამომღები აღარ დარჩა ამ ქვეყანაში. ასე არ შეიძლება ….
რემდესივირის "შეტენვა"/პოპულარიზაცია, როცა ჯანმოს რეკომენდაცია 2020 წლის 20 ნოემბრიდან არის, რომ ეს წამალი არაეფექტურია კოვიდის მკურნალობის დროს: https://www.who.int/news-room/feature-stories/detail/who-recommends-against-the-use-of-remdesivir-in-covid-19-patients
“ფაიზერი ვადაგასულიაო”, როცა საჯარო პირი საუბრობს და არასწორ ფირმაში, არასწორი გზით გავრცელებულმა ინფირმაციამ, პრაქტიკულად შეაჩერა ვაქცინაცია ქვეყანაში და ერთი ბოდიში/განმარტება რომ არ გაუკეთებიათ საზოგადოების წინაშე, ეს არის არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისთვის.
“ქართველების განსაკთრებულ გენეტიკაზე” რომ საუბრობენ საჯაროდ და ამაყობენ, ჩვენთან კოვიდი იმიტომ არ ვრცელდება და ასე შემდეგ. ეს ძირს უთხრის როგორც მეცნიერებას ქვეყანაში, ასევე არასწორ ილუზუზიას უქმნის მოსახლეობას.
“მსოფლიოში საუკთესო კოვიდ მენეჯმენტი საქართველიშია” - ეს ფრთიანი ფრაზა, უბრალოდ, სირცხვილია. მესმის, სადღიგრძელოების ქვეყანა ვართ, მაგრამ ოფიციალური კოვიდ სტატისტიკა სულ სხვა სურათს აჩვენებს და რეალური სურათი კიდევ უფრო დრამატულია.
“ყველაზე მომზადებული ჯანდაცვის სისტემა”, საერთოდ, კონტექსტიდან ამოვარდნილი წინადადებაა. სად არის ჯანდაცვის სისტემა საქართველოში?! მაჩვენეთ! ერთი მარტივი წესია: საერთოდ, ჯანდაცვის სისტემა დგას სამედიცინო პერსონალზე. ქვეყანაში ექთნები პრაქტიკულად აღარ გვყავს, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა რეალურად არ არსებობს და ჯანდაცვის ხარისხის სისტემა საერთიდ არ ვიცით, რას ნიშნავს, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემა ქვეყანაში არ არსებობს და იმ საპილოტე პროექტს, რომელიც მე დავიწყე, სახელმწიფო ყველანაირად ბლოკავს!
და ასე შემდეგ … სია დიდია.
ჯანმრთელობას გისურვებთ…", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadze