თეგებით ძიება

"მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს" - ლაშა ჩხიკვაძე

მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მადლობას უხდის.

მისი თქმით, ელჩის განცხადების საფუძველზე, თავის სანქცირებაზე სპეკულაცია დასრულდა.

"მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს, ცოტა დაგვიანებული პოზიციისთვის, თუმცა რადგან ასე ბრძანა და, მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იყო, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის სანქცირებაზე არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ამით დასრულდება ის სპეკულაციები, რომლებიც ჩემს ე.წ. სანქცირებას უკავშირდება. სასამართლო ყოველთვის ღიაა კომუნიკაციისთვის, ოღონდ - სწორი კომუნიკაციისთვის. ვფიქრობ, შემდგომში, ასეთ გაუგებრობებს ადგილი არ ექნება“, - განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა