თეგებით ძიება

ღმერთმა არ ქნას საჭირო გახდეს, თუ გახდება, ყველაფერს ვიტყვით - ვის ემუქრება სოზარ სუბარი

დამოუკიდებელი დეპუტატის, სოზარ სუბარის თქმით, საჭიროების შემთხვევაში „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები სამთავრობო კაბინეტებში გამართული შეხვედრების დეტალებს გაასაჯაროებენ.

„ასეთ დროს, როცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, რომ კითხვები გვაქვს. არ გვინდა ამ წუთში ყველაფრის თქმა, ღმერთმა არ ქნას ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ მმართველი გუნდი, რომ ყველაფერს ვიტყვით. დეტალებში ვიცით საუბრების შინაარსი, რომელიც სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე იყო“, - განაცხადა სუბარმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა