თეგებით ძიება
28. 07. 2022 COVID - 19

"გარკვეული სიმპტომები ჰქონდა“ - სააკაშვილს "კოვიდტესტირება" ჩაუტარდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ექიმებმა კოვიდ-ტესტი აუღეს.

სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ექიმებმა ტესტის აღება საჭიროდ ჩათვალეს, რადგან მას სავარაუდოდ გარკვეული სიმპტომები აღენიშნება.

"ამჟამად ვიცი, რომ გაკეთებული აქვს კოვიდ-ტესტი და ექიმი ელოდებოდა პასუხს. გვაქვს იმედი, რომ იქნება უარყოფითი... რაღაც გარკვეული სიმპტომატიკა ალბათ ჰქონდა, რადგან ექიმმა საჭიროდ ჩათვალა ამ ტესტის ჩატარება. თუმცა, ვიზუალური თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ან გაუმჯობესებისკენ ან გაუარესებისკენ არ შეინიშნება. ის არის კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში. კვლავაც უჩივის საერთო სისუსტეს და კვლავაც მასთან კომუნიკაცია არის გართულებული", - ამბობს შოთა თუთბერიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა