ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობისთვის 5 კანდიდატი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, ნანული ბებია და თამარ ალფაიძე იბრძვის.
კომისიის წევრობის კანდიდატების კონკურსში მონაწილეობის სურვილი 7-მა კანდიდატმა გამოთქვა: ქრისტინე ქაჯაიამ, სიმონ პარუნაშვილმა, ლევან ისაკაძემ, თამაზ ფოლადაშვილმა, მაია ზარიძემ, გია ცაცაშვილმა და რუსუდან ქურდიანმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა.