თეგებით ძიება

"მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, ელჩი გაემიჯნებოდა იმ უსამართლო შეტევას, რომელიც ხორცილედებოდა ივანიშვილის მიმართ“ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში ივანიშვილის მეგობარი არ არის.

"რა თქმა უნდა ეს პირადი შეხვედრა ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის, ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს იყო მეგობრული შეხვედრა. აქ ძალიან ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ და სრული იფლება არსებობდა ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი დასმულიყო კითხვები და გაცემულიყო პასუხები ამ კითხვებს. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი, ელჩი მინიმუმ გაემიჯნებოდა იმ უსამართლო შეტევას, რომელიც ხორცილედებოდა "მეგობარ" ივანიშვილის მიმართ. თუ ის მეგობრად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ექნებოდა სათანადო რეაქცია, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსზე, NGO-ების ორკესტრირებულ შეტევაზე ბიძინა ივანიშვილზე, რაშიც ჩართულია რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩაეთეს 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი. ის რომ მეგობარი ყოფილიყო, ამ ყვალაფერს გაემიჯნებოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ გააკეთა, რაც კითხვებს წარმოშობს"- განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა