„ეს ბიჭი არის ძალიან კარგად გაზრდილი ადამიანი! ყოჩაღ ასეთი შვილის გაზრდისთვის“ - რას წერს ალეკო ელისაშვილი ედუარდ სააკაშვილზე?
დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟის, ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"იცის მგონი ყველამ რომ სააკაშვილს ვაკრიტიკებდი ყოველთვის, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იყო და საშიში იყო. მისდამი დამოკიდებულება აღარ შემიცვლია და არც შევიცვლი, მაგრამ ეს ბიჭი, მისი შვილი არის ძალიან კარგად გაზრდილი ადამიანი!
გონიერი და წესიერი ბიჭი ჩანს. ინტერვიუშიც უზუსტესი რაღაცეები თქვა. ასეთი შვილის გაზრდისთვის ყოჩაღ" - წერს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ედურად სააკაშვილმა ღია ეთერში თქვა, რომ სამომავლოდ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ქართული პოლიტიკისგან გამიჯვნა უნდა მოხდეს, რაც მისი აზრით, ხელისუფლებას კომპრომისებს გაუადვილებს.
იცის მგონი ყველამ რომ სააკაშვილს ვაკრიტიკებდი ყოველთვის, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იყო და საშიში იყო....Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on Thursday, 28 July 2022