დადასტურდა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში ჩართული არ ყოფილა - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით დადასტურდა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში არ იყო ჩართული.
„ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ როგორ არ იყო დაცული საკუთრების უფლება საქართველოში 2012 წლამდე. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა ჩვენი მთავრობის პირობებში. დღეს კერძო საკუთრება არის დაცული და ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ თავისუფლად ფლობდეს ქონებას, განავითაროს ბიზნესი. რა თქმა უნდა, ბიზნესი არის ხელშეუხებელი ისევე, როგორც ადამიანების კერძო საკუთრება. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხელშეუხებელი უფლება.
მინდა ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე აღვნიშნო, ბრალდებები, რომელიც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში მოვისმინეთ, თითქოს გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებული არის, რომ ქვეყანაში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობდა“, - ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშის მიხედვით, ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუცია სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.