თეგებით ძიება

როგორია ლანჩხუთის კლინიკაში უგონოდ შეყვანილი უკრაინელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ლანჩხუთის „ავერსის“ კლინიკის დირექტორი, რეზო კვერენჩხილაძე, კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეყვანილი 44 წლის უკრაინელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს.

იგი ამბობს, რომ ქალის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი რეანომობილით ბათუმში გადაიყვანეს.

„00:15 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც აღენიშნებოდა ექსკორეაცია და ექსკორეაციები, სისხლჩაქცევები. პაციენტს დაესვა ძილიანობის დიაგნოზი და მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდა. დაისვა თირკმლის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი და შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში“, - ამბობს კვერენჩხილაძე.

თავდაპირველად განიხილებოდა, რომ ქალზე სექსუალურად იძალადეს, თუმცა ეს ინფორმაცია, ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასტურდება. ცნობილია, რომ უკრაინელ ქალს სხეულზე ძალადობის კვალიც აღენიშნება, მას დამწვრობები სავარაუდოდ სიგარეტით აქვს მიყენებული.

"ნაწამებია, სიგარეტის ნამწვავები აქვს მუცელზე" - ამბობს თვითმხილველი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა