ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ! - პრემიერი ბიჭვინთის ანექსიაზეა
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გონივრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობაა შენარჩუნებული და ასეთივე გონივრული პოლიტიკით, მთავრობა გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას.
„მინდა, გითხრათ მთავარი, არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი და კოდორის ხეობა, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა. ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.