თეგებით ძიება
29. 07. 2022 მსოფლიო

უკრაინელების 81% ევროკავშირში, ხოლო 71% ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს - კვლევა

რეფერენდუმის შემთხვევაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს ბლოკებში გაწევრიანებას - ამის შესახებ ინფრომაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის შემთხვევაში, გამოკითხულთა 81% ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 4% ამბობს, რომ არ სურს გაწევრიანება. 15% კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს.

მხარდაჭერა გარკვეულწილად დაბალია ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, მაგრამ ამასთან, უკრაინელების უმრავლესობა, 71% ამბობს, რომ მომხრე უკრაინა სამხედრო ალიანსში გაწევრიანდეს. 7% ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, ხოლო 22% გამოკითხვაში მონაწილეობას არ იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ შეინიშნება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის შემცირების ტენდენცია, ამავდროულად, ყველა რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობას მაინც სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა