თეგებით ძიება

„ქართული ოცნება“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

პარტია „ქართული ოცნება“, გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების, მაშველების და სამედიცინო პერსონალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, კოლეგებს, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს მომხდარი ტრაგედიის გამო“. - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს პარაპლანი გუდაურში კლდეს შეეჯახა, დაშავებულების მოსაძებმად ადგილზე სამაშველო ბრიგადა გაფრინდა, თუმცა სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე იმყოფებოდა 8 ადამიანი, ყველა მათგანი დაიღუპა. ასევე დაიღუპა პარაპლანის მგზავრი, ხოლო ინსტრუქტორი გადარჩა, თუმცა მძიმედაა დაშავებული.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა