თეგებით ძიება

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. ამის შესახებ უწყების გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.

პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან დაშავებული პარაპლანისტების დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანისტებს, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა