თეგებით ძიება

სააკაშვილმა უნდა აიღოს ხელი პოლიტიკაზე, უნდა - ნუ აიღებს - მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წავა თუ არა პოლიტიკიდან, ამას სამართლის აღსრულებასთან კავშირი არ აქვს.

"რომელიც არ უნდა იყოს სიმართლე, ადვოკატების თუ პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, ეს თვისობრივად არაფერს შეცვლის, თუმცა გარკვეული გაუგებრობები რომ არსებობს, ალბათ, ეს მათი ამომრჩევლებისთვის არ უნდა იყოს სასიამოვნო სანახავი. დამაჯერებელი იქნება ან რეალური იქნება თუ არა ეს, ალბათ, დღის წესრიგზე, არც პოლიტიკურზე და არც სამართლებრივზე, რომელიც სასჯელის აღსრულებას უკავშირდება, გავლენა არ ექნება. შესაძლოა, ვინმე გეგმავდეს რომ პოლიტიკაზე უარის თქმის განცხადება შესთავაზოს საზოგადოებას როგორც საპირწონე თავისუფლების მოპოვებისა, თუმცა, სამართლებრივი სივრცისთვის, აბსოლუტურად უსარგებლოა ასეთი არგუმენტი, რასაც ჰქვია პოლიტიკაში მონაწილეობა-არმონაწილეობა, რადგან სამართლებრივი პროცედურები აღსრულდება იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორია კონკრეტული პირის პოლიტიკური პრეფერენციები ან პოლიტიკური აქტივობა. შესაძლოა, მათი მხრიდან ეს ასეც იყოს გაგებული და ამ მიზანს ისახავდნენ, რომ იქნებ ამ გზით ივაჭრონ და მიიღონ გათავისუფლებაზე დასტური, პოლიტიკური პრეფერენცია მას როგორიც სურს შეიძლება ისეთი ჰქონდეს, უნდა აიღოს ხელი [პოლიტიკაზე], უნდა ნუ აიღებს, ეს მასზეა დამოკიდებული, თუმცა, სამართლის აღსრულებასთან ეს კავშირში არ იქნება“, - განაცხადა სარჯველაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა