ევროკომისიამ უარყო მარკ ცუკერბერგის მტკიცება, რომ მონაცემების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობა სოციალური მედიის ცენზურას ახდენდა - Reuters
ევროკომისიამ უარყო მარკ ცუკერბერგის მტკიცება, რომ მონაცემების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობა სოციალური მედიის ცენზურას ახდენდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ევროკომისიაში განმარტეს, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზა მოითხოვდა მხოლოდ უკანონო კონტენტის წაშლას.
მარკ ცუკერბერგმა სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპაში სულ უფრო იზრდება კანონების რაოდენობა, რომლებიც ცენზურას ახდენენ და ართულებენ იქ რაიმე ინოვაციურის შექმნას.
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ციფრული სერვისების შესახებ კანონი არ მოითხოვდა პლატფორმებისგან კანონიერი კონტენტის წაშლას, არამედ მხოლოდ ისეთი კონტენტის წაშლას, რომელიც შეიძლება საზიანო ყოფილიყო, მაგალითად, ბავშვებისთვის ან ევროკავშირის დემოკრატიებისთვის.
„ჩვენ აბსოლუტურად უარვყოფთ ცენზურის შესახებ ნებისმიერ განცხადებას“, - თქვა ევროკომისიის სპიკერმა.
კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვას აუქმებს.