თეგებით ძიება

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 10 იანვარს დაიწყებს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის შესარჩევი კანდიდატის კონკურსისთვის განაცხადების მიღებას.

კონკურსის გამოცხადების განკარგულება 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს გამოსცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

უზენაეს სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2025 წლის 1 სექტემბერს თავისუფლება, რადგან უვადო მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს უფლებამოსილება შეუწყდება საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის გამო.

განაცხადის შეტანა 2025 წლის 31 იანვრამდეა შესაძლებელი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა