თეგებით ძიება

ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა - პრემიერი

ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, მთავრობამ, მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ რთულ პერიოდში და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა