თეგებით ძიება

"სუპერ პუმა" სამაშველო დანიშნულების არ იყო - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძის განცხადებით წინა ხელისუფლების დროს შეძენილი საფრენი საშუალება "სუპერ პუმა" სამაშველო დანიშნულებისთვის გამოყოფილი არ იყო და ის გათვლილი იყო პირად კომფორტზე. ამით მდინარაძ 29 ივლისს, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

კითხვაზე, ჰყავს თუ არა საქართველოს საკმარისი ტექნიკა სამაშველო სამუშაოებით, მდინარაძემ თქვა, რომ "საკმარისი საქართველოში შეიძლება ბევრი რამ არ იყოს".

"ნარატივი, რატომ ვერ ახერხებთ გამართულის შეძენას თუ გამართვს, ტყულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. როცა პუმაზე მეკითხებით, თქვენ, არ უნდა მეკითხებოდეთ რატო. არც ერთი სამაშველო დანიშნულების არ იყო, უფრო მეტიც, ერთ-ერთი მათგანი გათვლილი იყო ვიღაცების პირად კომფორტზე. მხოლოდ ეს ფუნქცია ჰქონდა იმ პუმას და რადგან თქვენ პუმას მეკითხებით, ეს არარელევანტურია და უბრალოდ ძალიან სპეკუპაციური ნარატივია.

საკმარისი საქართველოში შეიძლება ბევრი რამ არ იყოს, ვითარდება ეს ქვეყანა და ქვეყნისთვის მეტი ქონება იქნება შეძენილი მომავალში. მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან იყო ეს ვერტმფრენი, რადგან სამაშველო აღჭურვილობით იყო აღჭურვილი, ამაზე სპეკულაცია უნდა დამთავრდეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მედიკოსი, მაშველები და პილოტები. ბორტზე მყოფები მიფრინავდნენ პარაპლანისტების დასახმარებლად, რომლებიც კლდეს შეეჯახნენ. ერთ-ერთი პარაპლანისტი, უცხოელი ტურისტი შემთხვევას ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ: მაშ­ვე­ლე­ბი – მფრი­ნა­ვე­ბი – ანდრო ქუჯოშვილი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე; კახა ტორ­ჩი­ნა­ვა, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; სასწრაფოს დახმარების ექი­მები – ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი, გიორგი ვე­ნეც­კი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა