თეგებით ძიება

6 თვეში რუსეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 6 თვეში რუსეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია.

"რამდენია ძალიან ბევრი, აბა, მითხარი. ახლა გაჩვენეთ, რა დონის ტყუილებს ავრცელებს თქვენი ტელევიზია, თქვენ რა შუაში ხართ, თქვენმა ტელევიზიამ გაავრცელა ეს ყვეალფერი, თქვეს, რომ 10% არიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში. მთლიანად რომ ავიღოთ შემოსვლის მაჩვენებელი ამ 6 თვის განმავლობაში, მარტო შემოსვლის, იქ ხომ მერე გადიან და ნაშთი რჩები რაღაცა ამის მეათედი.

შემოსვლის მაჩვენებელიც რომ ავიღოთ 6 თვის, არის სულ მოსახლეობის 7%-ზე ნაკლები, მარტო შემოსვლის და ნაშთი რომ აიღოთ, 1%-ც შეიძლება იყოს, თქვენ ამბობთ 10%-ს. ასე იქმნება მარტივად ფეიკები, ეს არის მარტივი ტყუილი, რომელსაც თქვენი ტელევიზია ავრცელებს", - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა