თეგებით ძიება

კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან - გრიგოლ ვაშაძე

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისი თქმით, სააკაშვილის მრავალპროფილურ, დასავლურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა.

"მდგომარეობა მძიმეა, არა იმიტომ რომ „ვივამედის“ პერსონალი მას მკურნალობას აკლებს, არამედ მძიმეა იმიტომ, რომ ამ ადამიანს დაავადებების თაიგული აქვს, რომელიც გამწვავდა პატიმრობის დროს. შეიძლება ჩვენ დავსხდეთ დავიწყოთ უსაგნო დისკუსია იმაზე, ეს დაავადება ადრე ჰქონდა თუ ციხეში გაუჩნდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ პირობებში გაჩერება არ შეიძლება და წერტილი.

როგორც ერს ჭკუა თუ გაგვაჩნია, არ ვიზამთ იმას, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს საშინელ პირობებში. მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ, დასავლურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, ევროპის კავშირის ერთ-ერთი პირობაა. ამას არც „ოქსფორდის“ და არც „სორბონის“ განათლება სჭირდება. კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან, მათ შორის სააკაშვილზე.

თუ ხელი გაქვს აღებული ევროპაზე და ჩვენს მომავალზე, ვერბალურად რასაც არ უნდა ამტკიცებდე საწინააღმდეგოს, მაშინ ქართველი ხალხი სხვანაირ განაჩენს გამოიტანს. თუ რამეზე არის საქართველოში კონსენსუსი, ეს არის - ჩვენ ევროატლანტიკურ მომავალზე“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა