თეგებით ძიება

მივესალმებით, არანაირ პრობლემას წარმოადგენს - რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება -კალაძე რუსებზე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ მიგრაციაზე და მათი მხრიდან საკუთარი ბიზნესების რეგისტრაციაზე განცხადებას აკეთებს.

"ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ეს შეიძლება იყვნენ რუსები, შეიძლება იყვნენ უკრაინელები, შეიძლება იყვნენ ბელარუსები, ყაზახები, სხვა და სხვა ქვეყნებიდან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკურენციას, რა თქმა უნდა ბიზნესს სჭირდება კონკურენცია, იმისთვის რომ განვითარდეს და წინ წავიდეს", - ამბობს კალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა