თეგებით ძიება

საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის, ამ თანხით ბინის ქირაობა შესაძლებელია - რას ამბობს კახა კალაძე უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაზე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინელი ლტოლვილებისთვის გამოყოფილი დახმარების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბინები იქირაონ.

„უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით განცხადება გავავრცელეთ და თქვენ ზედმიწევნით იცი, თუ რა დახმარებას გაუწევს სახელმწიფო. მთლიანად პასუხისმგებლობას იღებს ჯანდაცვის სამინისტრო. ოჯახზე გამოიყოფა 300-ლარიანი დახმარება. გარდა ამისა, ერთ სულზე 45 ლარი იქნება თვის განმავლობაში.

ასევე, ლტოლვილთა გაერო-ს ფონდი იღებს ვალდებულებას და 230 ლარს უყოფენ თითოეულ ოჯახს. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იქირაონ ბინები. საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და ამ თანხით თავისუფლად შესაძლებელია ბინის ქირაობა.

ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ჩართულია, კონკრეტული ბინების შეთავაზებასაც აკეთებს, თუ რომელი ბინები შეუძლიათ ამ ადამიანებს იქირაონ. ხაზი მინდა, გავუსვა, საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის“,- განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა