თეგებით ძიება

ბავშვობის წლების შემდეგ არ მქონია ასეთი ფუფუნება, რომ მის გვერდით ვმჯდარიყავი.. თითქოს ისევ პატარაა - მიხეილ სააკაშვილის დედა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ ალასანიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დღესაც ვიყავი იქ, როგორც ყოველდღე. ყველაფერს აქვს რაღაც დადებითი. ჩემთვის დადებითი ის არის, რომ ბავშვობის წლების შემდეგ არ მქონია ასეთი ფუფუნება, რომ მის გვერდით ვმჯდარიყავი ერთი საათით და მელაპარაკა. ამით ვარ ძალიან კმაყოფილი... თითქოს ისევ პატარაა, როცა მის გვერდით ვიჯექი ხოლმე, როცა ავად იყო და მე წიგნს ვუკითხავდი, ასეთი გრძნობა მაქვს.

დილით რომ ვიღვიძებ, ვფიქრობ, ახლა როგორ არის? ეს შიში მუდმივად მაქვს. გუშინ ისე ცუდად დავტოვე. კლინიკაში, სადაც არის, ვერავის ვუსაყვედურებ, კარგი კლინიკაა, კმაყოფილი ვარ, ყურადღებაც მომწონს, მაგრამ ფაქტია, რომ ამის ჯანმრთელობა არ გაუმჯობესდა, წონაში დაკლებულია, უმადობა რჩება. მანამდეც, ჰქონდა რთული პერიოდები, თუნდაც უკრაინაში ყოფნის დროს.

ყველაზე რთული რა არის, იცით მაგისთვის ახლა? უკრაინის ომი, იქ რომ ასეთი უბედურება ტრიალებს და ის რომ აქ არის გამოკეტილი. ფიქრობს, რომ როგორი სასარგებლო და საჭირო იქნებოდა იქ“, - განაცხადა ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა