თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

"სამართალი აღსრულდა და ტერორისტი ლიდერი აღარ არის" - რას ამბობს ჯო ბაიდენი ალ-ქაიდას მოკლული ლიდერის შესახებ?

"ალ ქაიდას" ლიდერი, აიმან ალ ზავაჰირი ტერორისტულ ორგანიზაციას ოსამა ბინ ლადენის შემდეგ ხელმძღვანელობდა. ის აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე მოხდა.

"ალ ზავაჰირიმ ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ მკვლელობისა და ძალადობის კვალი დატოვა. ახლა სამართალი აღსრულდა და ტერორისტი ლიდერი აღარ არის.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი სჭირდება ამას, არ აქვს მნიშვნელობა სად იმალები, თუ შენ საფრთხე ხარ ჩვენი ხალხისთვის, შეერთებული შტატები გიპოვის და გამოგიყვანს. დღეიდან აღარავის აღარ შეეშინდება ამ მკვლელის. ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს ჩვენი გადაწყვეტილების და ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირებას, დავიცვათ ამერიკელი ხალხი მათგან, ვინც ჩვენთვის ზიანის მიყენებას ცდილობს," - განაცხადა ბაიდენმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა