თეგებით ძიება
02. 08. 2022 მსოფლიო

რუსეთი მთელ ევროპას საფრთხეს უქმნის, უკრაინა გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კარგი იარაღით - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა აცხადებს, რომ რუსეთი საფრთხეს მთელ ევროპას უქმნის.

"თუ უკრაინის გმირული წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს პუტინის იმპერიალისტურ გეგმებს, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები იქნებიან რუსეთის გავლენის სფეროს შემდგომი გაფართოების პირდაპირი საფრთხის ქვეშ. დიდი რუსეთის შესახებ იდეები სხვა ხალხების დამორჩილებას ნიშნავს და ეს არ არის მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის იდეები, ამით რუსული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია გაჟღენთილი.

უკრაინის წყალობით, ეს საფრთხე ახლა კონტროლის ქვეშაა მაგრამ ვფიქრობ, მომავალში, სამწუხაროდ, ეს საფრთხე აქტუალური გახდება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება. უკრაინა გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კარგი იარაღით“, - აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა