„კალაძეს ვერ აკავებენ თურმე. ანგრევს კაბინეტში ყველაფერს“ - ვახო სანაია
ჟურნალისტი, ვახო სანაია თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ წერს.
„კალაძეს ვერ აკავებენ თურმე. ანგრევს კაბინეტში ყველაფერს. ეს როგორ გამიბედა მედვედევმა. წარსულს როგორ გვიყალბებენ ეგ გარეწრებიო. მერე თურმე უცებ გაზპრომის კონტრაქტი შეახსენეს და ცოტა დაწყნარდაო.
შეგახსენებთ, კალაძე დიპლომით ისტორიის მასწავლებელია. ერთი დამსვა და მომასმენინა მაგისი ლექცია. ზოგადად, პირადად მე დიპლომის როლი ადამიანის ცხოვრებაში მაგრად მკიდია, პროსტა ცოდნა მაინტერესებს - ლექცია მომასმენინა.
1996 წელს კახა კალაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრიატის სრული კურსი კი 2003 წელს დაასრულა. 2003 წლის 23 ივნისს კალაძეს ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით“, - წერს ვახო სანაია.
კალაძეს ვერ აკავებენ თურმე. ანგრევს კაბინეტში ყველაფერს. ეს როგორ გამიბედა მედვედევმა. წარსულს როგორ გვიყალბებენ ეგ...Posted by Vakho Sanaia on Tuesday, 2 August 2022